თეგი: ანდრი იერმაკი

რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია ძლიერი დიპლომატიით, სანქციებითა და იარაღით - იერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდისთვის პასუხისმგებლობა მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს და რუსული აგრესია შეიძლება, შეჩერდეს ძლიერი დიპლომატიის, ეკონომიკური სანქციების და იარაღის გამოყენებით. იერმაკმა აღნიშნა, რომ „აგრესორის პასუხისმგებლობა არის არა დამცირება, არამედ სამართლიანობა“. უკრაინა: საჰაერო ძალებმა კიევის სამხრეთით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს „ზოგიერთი ქვეყანა გვთავაზობს, „არ დამცირდეს“ რუსეთი. ამავდროულად, ჩვენ გვბომბავენ: ჩვენს ქალაქებს, ხალხს... ისინი ცდილობენ ჩვენი ტერიტორიების წართმევას, ზოგი კი უკვე რვა წელია, ოკუპირებულია. პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, უკრაინელების გენოციდზე მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს“, - განაცხადა იერმაკმა. მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა შეგახსენებთ, რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ძალებმა კიევზე საჰაერო შეტევა განახორციელეს. მანამდე, უკრაინის დედაქალაქის მერი იუწყებოდა, რომ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ ივნისს ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იერმაკ-მაკფოლის ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საგზაო რუკა წარმოადგინა

უკრაინაში შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების სამიზნე ჯგუფები განსაზღვრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტი განსაზღვრავს ინდივიდუალური სანქციების სამიზნებს, მათი გამოყენების პრინციპებს, ასახელებს ყველა კატეგორიის პირს, ვის მიმართაც უნდა დაწესდეს პერსონალური სანქციები. ასევე, შემოთავაზებულია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის სტრატეგია. „ინდივიდუალური სანქციების მიზანია, გაზარდოს ზეწოლა რეჟიმის მმართველ ელიტაზე და ამით დაეხმაროს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. ჯგუფი სთავაზობს სანქციების დაწესებას იმ კატეგორიის პირებზე, ვისთვისაც ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი. კერძოდ, შემოთავაზებულია ადამიანთა კატეგორია, რომლის მიმართაც დემოკრატიული სამყაროს მხრიდან სანქციები იქნება ყველაზე მტკივნეული“, - ნათქვამია განცხადებაში. ხსენებულ პირებს შორის არიან: ოლიგარქებ მაღალი თანამდებობის პირები, ძირითადი კორპორატიული აღმასრულებლები, მათ შორის უცხოელები, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ოჯახის წევრები და მარიონეტები. ჯგუფი ასევე გვთავაზობს, ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას. სანქცირების პოტენციური კანდიდატების რაოდენობა მინიმუმ 12000 ფიზიკურ და 3000 იურიდიულ პირს შეადგენს. განცხადების თანახმად, სანქციები Forbes-ის სიაში მყოფ უმდიდრეს რუსებს დაუყოვნებლივ უნდა შეეხოთ. ეს საგზაო რუკა ყველა ძირითად გადაწყვეტილების მიმღებს გადაეგზავნება. როგორც ცნობილია, 29 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ექსპერტთა ჯგუფის შექმის შესახებ გამოაცხადა. მიზანი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გავლენის გაანალიზებაა. ჯგუფს ხელმძღვანელობენ ანდრი იერმაკი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი და მაიკლ მაკფოლი, ფრიმენ სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მეთაურთა მესამე შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდების გაფართოებას - იერმაკი

40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მეთაურთა მესამე შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდების გაფართოებას და უკრაინელი სამხედროების ოპერატიული მომზადებას. ამის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი iერმაკმა განაცხადა. „უფრო მეტი მძიმე იარაღი და ოპერატიული მომზადება ჩვენი სამხედროებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მტერი სუსტად აღგვიქვამს“, - აღნიშნავს იერმაკი. როგორც ცნობილია, 5 ივნისს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა გამოაცხადა. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რატომ თვლის უკრაინა, რომ ომის აქტიური ფაზის ზამთრამდე დასრულება არსებითად მნიშვნელოვანია

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროგნოზები არაერთხელ გამოთქვა. სახელდება სხვადასხვა პერიოდი. ბოლო პროგნოზი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა. უკრაინის მიზანია, ომის აქტიური ფაზა უკვე შემოდგომის ბოლოსთვის დასრულდეს. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. იერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები ისევ რჩება. „რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 აგვისტოს განაცხადა. „რუსული ტერორის რეგულარული გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად

პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი იერმაკის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომის აქტიური ფაზა ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს, რადგან ერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები რჩება. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის „რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიან მიზნად რჩება

NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიანი მიზანია, მაგრამ მანამდე უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები მოკავშირეებისგან. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი იერმაკმა The Guardian-თან განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გრძელვადიანი მიზნად რჩება NATO-ში გაწევრიანება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთის ამჟამინდელი საომარი მოქმედებები ამას ართულებს.თუმცა იმავდროულად, ჩვენ გვჭირდება იურიდიულად სავალდებულო გარანტიები ჩვენი მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისა და ჩვენი ეკონომიკის დაცვისთვის“, - წერს იერმაკი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 73% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ერმაკმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „მნიშვნელოვანი დოკუმენტის“ მომზადება დააანონსა

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე გრძელდება და შესაძლოა, მალე გამოჩნდეს მნიშვნელოვანი დოკუმენტიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მუშაობას [NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ] რასმუსენთან, პირველ დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ პირველ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოჩნდება მოკლე დროში“, - განაცხადა ერმაკმა პრესკონფერენციაზე. „უკრაინას უნდა ჰქონდეს მკაფიო იურიდიულად აღსასრულებელი გარანტიები. დროთა განმავლობაში ჯგუფს შეუერთდებიან ახალი ექსპერტები, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარს“, - დაამატა ერმაკმა.  

ცნობილია, როდის წარმოადგენს კიევი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის განცხადებით, პირველი დოკუმენტი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ, აგვისტოს ბოლოს იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე გრძელდება. „რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მუშაობას [NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ] რასმუსენთან, პირველ დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ პირველ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოჩნდება მოკლე დროში“, - განაცხადა ერმაკმა. „უკრაინას უნდა ჰქონდეს მკაფიო, იურიდიულად შესასრულებელი გარანტიები. დროთა განმავლობაში ჯგუფს შეუერთდებიან ახალი ექსპერტები, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარს“, - დაამატა ანდრი ერმაკმა.